ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.
ჩხოროწყუს საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 7 წევრი ეყოლება, 1 წევრი იქნება ლელოდან, ხოლო გახარიას პარტიას - 7.
"დაკარგული აქვს ქართულ ოცნებას ჩხოროწყუში უმრავლესობა საკრებულოში, ამას წყალი არ გაუვა, რაც არ უნდა იწვალოს ქართულმა ოცნებამ, მჯერა, რომ ის ღირსეული ადამიანები ჩემი თანაქალაქელები არ გაიყიდებიან 30 ვერცხლად", - -ამბობს ენმ-ს წევრი რამაზ გულუა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ჩხოროწყუს მერის არჩევნებში, ენმ-ს კანდიდატს ბადრი ქარჩავას ხმების 49,119% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს დავით გოგუას 50,881, დათვლილია ხმების 100%.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ საკრებულოს უმრავლესობა წალენჯიხაში დაკარგა. კერძოდ: ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას - 18.96% ლელოს - 3.35%;